მონაცემთა დაცვა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

ვერსია 1.0.0

100%
დაცული მონაცემები
24/7
გამჭვირვალე პროცესი
100%
კანონთან შესაბამისობა

სწრაფი ნავიგაცია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი აღწერს, ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმის, StudOrga-ს www.studorga.com (შემდგომში - ვებგვერდი) მიერ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესს.

აღნიშნულ დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

StudOrga წარმოადგენს ციფრულ საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც სხვადასხვა პროფესიული თუ საგანმანათლებლო პროექტებით დაინტერესებულ ახალგაზრდებსა და შესაბამის ორგანიზაციებს ერთმანეთთან აკავშირებს, უზრუნველყოფს გამარტივებულ კომუნიკაციას და ხელს უწყობს მათ ნაყოფიერ თანამშრომლობას.

StudOrga ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით და ზემოხსენებული საქმიანობის განსახორციელებლად, ვებგვერდის მეშვეობით, ახდენს პლატფორმის მომხმარებელთა ("მომხმარებელი"- ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც პლატფორმაზე რეგისტრირდება და StudOrga-ს აწვდის თავის პერსონალურ მონაცემებს) პერსონალური მონაცემების დამუშავებას მხოლოდ შემდეგი მიზნებისათვის:

  • მომხმარებლის იდენტიფიკაცია და ავტორიზაცია;
  • ინდივიდუალური პროფილის შექმნა;
  • სტუდენტისა და ორგანიზაციის ურთიერთობის მხარდაჭერა;
  • პროექტებზე რეგისტრაციის მართვა და ისტორიის შენახვა;
  • სერტიფიკატების გენერაცია და ავტომატური შეფასება;
  • კომუნიკაციის მხარდაჭერა (შიდა ჩატები, ელ.ფოსტა);
  • რეკომენდაციის ალგორითმების გაუმჯობესება;
  • მომსახურების ანალიტიკა და პლატფორმის ოპტიმიზაცია.

ვებგვერდის მეშვეობით გროვდება შემდეგი მონაცემები:

1. მომხმარებლის რეგისტრაციის პროცესში:
  • სახელი და გვარი – იდენტიფიკაციისა და სერტიფიკატების გენერირებისთვის;
  • ასაკი / დაბადების თარიღი – არასრულწლოვანთა სტატუსის დასადგენად;
  • პირადი ნომერი – უნიკალური იდენტიფიკაციისთვის და გარკვეული სერვისების სამართლებრივი უზრუნველყოფისთვის;
  • საცხოვრებელი მისამართი (ქალაქი, რაიონი) – რეგიონალური შესაბამისობის შესაფასებლად;
  • სასწავლო დაწესებულება – სასწავლო სტატუსის დასადასტურებლად;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი) – კომუნიკაციისთვის;
  • პაროლი – ინახება მხოლოდ დაშიფრული სახით;
  • სქესი – პერსონალიზებული რეკომენდაციების გასაცემად.
2. მომხმარებლის რეგისტრაციის შემდგომ დამატებითი მონაცემები:
  • ინტერესები (მონიშნული თემატიკები) – პერსონალიზებული რეკომენდაციების გასაცემად;
  • რეიტინგი – პლატფორმაზე აქტივობისა და შეფასებების მიხედვით გროვდება;
  • მონაწილეობის ისტორია – წარსულ პროექტებში აქტივობის და გამოცდილების აღსანიშნავად.

ვებგვერდზე რეგისტრაციის პროცესში შეგროვებული მონაცემები მუშავდება მომხმარებელთა იდენტიფიცირებისა და მათთან კომუნიკაციის მიზნით.

StudOrga-ს მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია კონფიდენციალურია. StudOrga მომხმარებლის მონაცემებს მესამე პირებს არ გადასცემს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელი თანახმაა ვებ-გვერდის მეშვეობით გადასცეს თავისი მონაცემები ორგანიზაციას მისთვის სასურელ აქტივობაში ჩართვის მიზნით და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.

კონკრეტულ პროექტზე დარეგისტრირებისას, მომხმარებელი წინასწარ ეთანხმება, რომ მისი მონაცემები (სახელი, გვარი, ელ.ფოსტა, ტელეფონი, საჭიროებისამებრ – პირადი ნომერი, რეიტინგის ქულა) შეიძლება გაუზიარდეს პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას. გაზიარება მოიცავს მხოლოდ საჭირო ინფორმაციას:

16 წლამდე ასაკის მომხმარებლის მონაცემებს ორგანიზაცია მიიღებს მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის შემდგომ.

მომხმარებლის მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია ამ დოკუმენტში განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. კანონით გათვალისწინებულ ვადების გასვლის შემდეგ მონაცემები წაიშლება ან დეპერსონალიზდება.

პროფილის დეაქტივაციის შემთხვევაშიც, პლატფორმა ინახავს შემდეგ მონაცემებს დაშიფრული სახით: პირადი ნომერი, მომხმარებლის რეიტინგი (მხოლოდ სტატისტიკური ან სისტემური უსაფრთხოების მიზნებისთვის).

ვებ-გვერდი იყენებს თანამედროვე შიფრაციის სისტემებს, რათა უზრუნველყოს მომხმარებელთა მონაცემთა მაქსიმალური უსაფრთხოება.

მომხმარებელს უფლება აქვს:

1. მოითხოვოს შემდეგი ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე
  • რა მონაცემები მუშავდება მის შესახებ;
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი;
  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • რა გზით შეგროვდა მონაცემები;
  • ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები;
  • განმარტება მის შესახებ მიღებული ავტომატური გადაწყვეტილების შესახებ.
2. მოითხოვოს მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება

მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.

3. თანხმობაზე უარი

მომხმარებელს უფლება აქვს, განმარტების გარეშე ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ მიცემულ თანხმობაზე.

4. გასაჩივრების უფლება

თუ მომხმარებელი თვლის, რომ StudOrga-ს მიერ მონაცემთა დამუშავება არ შეესაბამება კანონს, შეუძლია მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

მონაცემები მუშავდება მხოლოდ StudOrga-ს მიერ განსაზღვრული მიზნებისათვის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესებისა და აკრძალვების გათვალისწინებით. StudOrga მონაცემებს ამუშავებს დამოუკიდებლად და დღეის მდგომარეობით არ იყენებს სხვა უფლებამოსილი (მესამე) პირების მომსახურებას.

თუმცა, შესაბამისი საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის პროცესში, შესაძლოა, მოხდეს უფლებამოსილი პირ(ებ)ისათვის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნება ან/და მათთვის წვდომის უფლების მინიჭება (მაგალითად, ვებგვერდის განახლების ტექნიკური სამუშაოების შესრულების ფარგლებში).

ვებგვერდის მეშვეობით დამუშავებული მონაცემები სხვა სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციას არ გადაეცემა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელი თანახმაა ვებ-გვერდის მეშვეობით გადასცეს თავისი მონაცემები ორგანიზაციას მისთვის სასურველ აქტივობაში ჩართვის მიზნით და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელის ზემოაღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ მათი რეალიზაცია საფრთხეს უქმნის:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების ან თავდაცვის ინტერესებს;
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
  • დანაშაულის გამოვლენას, გამოძიებასა და აღკვეთას;
  • ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ ინტერესებს;
  • მონაცემთა სუბიექტისა (მომხმარებლის) და სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს.

აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ექვემდებარება საჭიროებისამებრ განახლებას. დამატებით ინფორმაციასა და StudOrga-ს საკონტაქტო მონაცემებს შეგიძლიათ გაეცნოთ ოფიციალურ ვებგვერდზე - www.studorga.com

ვებგვერდით მოწოდებული პერსონალური მონაცემების წაშლისა და პროფილის დეაქტივაციისათვის, გთხოვთ, მოგვწეროთ StudOrga-ს ელ. ფოსტაზე: privacy@studorga.com

საკონტაქტო ინფორმაცია

ვებგვერდით მოწოდებული პერსონალური მონაცემების წაშლისა და პროფილის დეაქტივაციისათვის

დაცული და უსაფრთხო

ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე შიფრაციის ტექნოლოგიებს და მკაცრად ვიცავთ საქართველოს კანონმდებლობას პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ.

ბოლოს განახლდა: November 2025