წესები და პირობები

StudOrga - წესები და პირობები

ვერსია 1.0.0

სწრაფი ნავიგაცია

1.1. StudOrga წარმოადგენს ციფრულ საგანმანათლებლო პლატფორმას (შემდგომში "პლატფორმა"), რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდები ერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო, პროფესიულ და განვითარების პროექტებში, ხოლო ორგანიზაციები ახორციელებენ მათ.

1.2. "მომხმარებელი" - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირდება და სარგებლობს პლატფორმის სერვისებით, მათ შორის ორგანიზაციის წარმომადგენელი.

1.3. "ორგანიზაცია" - იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს, ათავსებს StudOrga-ზე და სარგებლობს პლატფორმის მიერ შეთავაზებული სერვისებით.

1.4. "ბავშვი/არასრულწლოვანი" - 16 წლამდე ასაკის ფიზიკური პირი.

1.5. "მშობლის/ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა" - პლატფორმაზე ბავშვის რეგისტრაციისათვის საჭირო უფლების მინიჭება ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიერ.

1.6. "სერვისები" - ყველა ფუნქციონალი და შესაძლებლობა, რომელსაც StudOrga სთავაზობს მომხმარებლებსა და ორგანიზაციებს.

2.1. რეგისტრაცია შესაძლებელია ორგანიზაციებისათვის და ინდივიდუალური მომხმარებლისთვის (16 წლიდან), ასევე,- არასრულწლოვანი პირისათვის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

2.2. ბავშვების რეგისტრაცია მოითხოვს:

  • მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას;
  • მშობლის/ კანონიერი წარმომადგენლის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებას;
  • ასაკის დამადასტურებელი ინფორმაციის მოწოდებას;
  • დადასტურებას, რომ მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია მონაცემთა დამუშავებაზე, მონაწილეობის პირობებზე და პროექტის სპეციფიკაზე.

2.3. ორგანიზაციის რეგისტრაცია მოითხოვს:

  • იურიდიული სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტაციას;
  • საკონტაქტო პირის და ორგანიზაციული ანგარიშის შექმნას;
  • თანხმობას წესებსა და პირობებზე, რომელიც ეხება არასრულწლოვანებთან ურთიერთობასა და მონაცემთა დაცვას.

2.4. მომხმარებელი ვალდებულია მიაწოდოს ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია.

2.5. მომხმარებელს ეკრძალება ერთზე მეტი ანგარიშის შექმნა.

2.6. მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს წაშალოს ანგარიში შეტყობინების გზით.

3.1. მომხმარებელი ვალდებულია არ გამოიყენოს პლატფორმა უკანონო ან ზიანის მომტანი მიზნებისთვის.

3.2. მომხმარებელს ეკრძალება:

  • პლატფორმის ხელყოფა (როგორიცაა უნებართვო წვდომა სისტემაზე, პროგრამული კოდის შეცვლა ან სხვაგვარი ჩარევა,მონაცემთა მოპარვა ან დაზიანება, ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფა და მისთანანი);
  • სხვა მომხმარებლების ინფორმაციის არასანქცირებული მოპოვება;
  • პროექტების შინაარსის დამახინჯება ან შელახვა.

3.3. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას პლატფორმის წესები და ადმინისტრაციის მითითებები.

4.1. ორგანიზაცია ვალდებულია:

  • განათავსოს მხოლოდ სანდო და ხარისხიანი პროექტები;
  • არ შეაგროვოს, გამოიყენოს ან სხვაგვარად დაამუშავოს მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები კანონმდებლობის დარღვევით;
  • უზრუნველყოს კომუნიკაცია პლატფორმის მეშვეობით, უსაფრთხო გარემოში;
  • უზრუნველყოს მონაწილეთა მიმართ პატივისცემის და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემო;
  • უზრუნველყოს პროექტის დეტალური აღწერა და პირობების გამჭვირვალობა;
  • დროულად მოახდინოს პროექტების დადასტურება ან უარყოფა.

4.2. ორგანიზაცია პასუხისმგებელია იმ პროექტებზე, რომლებიც მის სახელით ქვეყნდება StudOrga-ზე.

4.3. ორგანიზაცია ვალდებულია ყოველთვიურად დაფაროს წინასწარ განსაზღვრული გადასახადი, რომელიც შეადგენს მის მიერ არჩეული სატარიფო გეგმის თანხას.

4.4. გადასახადი იხდება ყოველი თვის ბოლოს, შესაბამისად იმ მომხმარებლების რაოდენობისა რომელიც უკვე დამატებულია და ასვე რომელიც დაემატა მიმდინარე თვეში.

4.5. თუ ორგანიზაცია არ დაფარავს გადასახადს, მას ეძლევა 30-დღიანი საშეღავათო ვადა, რომლის განმავლობაშიც შეძლებს მხოლოდ ადრე დამატებული პროექტების მართვას და ვერ დაამატებს ახალ მომხმარებლებს ან პროექტებს, ასევე მის დამატებულ ყველა მომხმარებელს შეეღუდება წვდომა პლათოფრმაზე და ვერ მოხდება ახალი პროექტის განთავსება.

4.6. თუ გადახდა არ მოხდება 30 დღის გასვლის შემდეგ:

  • ორგანიზაციის დამატებული მომხმარებლების ანგარიშები დროებით დაბლოკდება;
  • ვერ მოხერხდება პლატფორმაზე შესვლა ან კოორდინატორული ფუნქციების გამოყენება;
  • წვდომა აღდგება მხოლოდ ვალის დაფარვის შემდეგ.

5.1. რეგისტრაციისას მომხმარებელი ეთანხმება, რომ პროექტში მონაწილეობის მისაღებად მისი მონაცემები გადაეცემა კონკრეტულ ორგანიზაციას.

5.2. მომხმარებელი ვალდებულია დაფაროს პროექტში მონაწილეობის საფასური მხოლოდ მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია დაადასტურებს მისი მონაწილეობის ფაქტს.

5.3. პლატფორმა არ არის პასუხისმგებელი ორგანიზაციასა და სტუდენტს შორის ურთიერთობაზე, მაგრამ უფლებამოსილია რეაგირება მოახდინოს დარღვევის შეტყობინებაზე.

5.4. მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას პროექტში მონაწილეობაზე ნებისმიერ ეტაპზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ორგანიზაციის წესებს.

5.5. ორგანიზაციას უფლება აქვს უარი თქვას მომხმარებლის მონაწილეობაზე ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით.

6.1. პლატფორმაზე განთავსებული მასალები წარმოადგენს StudOrga-ს ინტელექტუალურ საკუთრებას.

6.2. მომხმარებელი ვალდებულია არ მოახდინოს არაკანონიერი კოპირება ან გავრცელება.

6.3. მომხმარებლის მიერ ატვირთული მასალები რჩება მისი საკუთრება, მაგრამ პლატფორმას ენიჭება უფლება გამოიყენოს ისინი პლატფორმის სერვისების ფარგლებში.

6.4. ორგანიზაციების მიერ განთავსებული პროექტების მასალები რჩება მათი საკუთრება, მაგრამ StudOrga-ს ენიჭება უფლება გამოიყენოს ისინი პლატფორმის პრომოუშენის მიზნით.

6.5. ყველა ლოგო და ტრეიდმარკი დაცულია საავტორო უფლებებით.

7.1. პერსონალური მონაცემების დამუშავება რეგულირდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

7.2. მომხმარებელი ეთანხმება Cookie-ების და ტექნიკური ინფორმაციის დამუშავებას პლატფორმის გაუმჯობესების მიზნით.

7.3. StudOrga იყენებს მომხმარებლის მონაცემებს მხოლოდ პლატფორმის ფუნქციონირებისთვის და არ ყიდის მესამე პირებს.

7.4. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მონაცემების წაშლა ან კორექტირება.

7.5. ორგანიზაციებს ეკრძალებაც მონაცემთა გადაცემა მესამე პირებს მომხმარებლის თანხმობის გარეშე.

8.1. StudOrga არ არის პასუხისმგებელი:

  • ტექნიკური შეფერხებების გამო მომხდარ ზარალზე;
  • ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის კონფლიქტებზე;
  • მესამე პირების ქმედებებზე;
  • ინტერნეტ კავშირის პრობლემებზე;
  • მომხმარებლის მიერ განცხადებული ინფორმაციის სიზუსტეზე.

8.2. StudOrga არ იღებს პასუხისმგებლობას ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტების ხარისხზე.

8.3. მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი თავისი ანგარიშის უსაფრთხოებაზე.

8.4. StudOrga უფლებამოსილია შეაჩეროს სერვისი ტექნიკური სამუშაოებისთვის წინასწარ შეტყობინების გარეშე.

9.1. StudOrga უფლებამოსილია დაბლოკოს ან წაშალოს მომხმარებლის ანგარიში:

  • წესების დარღვევის შემთხვევაში;
  • არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევისას;
  • ტექნიკური ან უსაფრთხოების რისკების არსებობისას;
  • გადაუხდელობის შემთხვევებში;
  • სხვა მომხმარებლების უფლებების დარღვევისას;
  • ყალბი ინფორმაციის მოწოდებისას.

9.2. მომხმარებელი მიიღებს წინასწარ შეტყობინებას ანგარიშის დაბლოკვის შესახებ, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა.

9.3. დაბლოკილი ანგარიშის აღსადგენად მომხმარებელმა უნდა მიმართოს მხარდაჭერის სერვისს.

9.4. განმეორებითი დარღვევების შემთხვევაში ანგარიში შეიძლება მუდმივად დაიბლოკოს.

10.1. StudOrga უფლებას იტოვებს ცალმხრივად შეცვალოს წესები და პირობები.

10.2. ცვლილებები ძალაში შევა მათი ვებსაიტზე გამოქვეყნებისთანავე.

10.3. მომხმარებელი ვალდებულია პერიოდულად გადაამოწმოს წესები.

10.4. პლატფორმის გამოყენების გაგრძელება ცვლილებების შემოღების შემდეგ ნიშნავს მომხმარებლის თანხმობას ახალ წესებზე.

10.5. მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში StudOrga შეეცდება შეატყობინოს მომხმარებლებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

10.6. მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას ცვლილებებზე ანგარიშის წაშლის გზით.

საკონტაქტო ინფორმაცია

ყველა შეკითხვისთვის მოგვწერეთ:

ბოლოს განახლდა: November 2025